პარტია „ქართულმა ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეთანხმდნენ.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და, ზოგადად, მთავრობას ნდობა 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოუცხადოს. ამისთვის, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოგროვდა შესაბამისი ხმები, ვადას კიდევ 2 კვირა ემატება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.