„ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია „ქართული ოცნება.”
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, პარტია „ქართულმა ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეთანხმდნენ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.