მთავარი ციტატა

“ეს მაღალი კლასის მაჩვენებელია”- გია ხუხაშვილი გახარიას წასვლას აფასებს

“ანგელოზი არავინა არაა, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანს როდესაც შეუძლია ასეთ მწვავე მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არათუ მას, არამედ სახელმწიფოს დააზღვევს რისკებისგან, ეს მაღალი კლასის მაჩვენებელია. ასეთი იყო ერთი ჟვანია. ამის არდანახვა არ შეიძლება. ოპოზიციასაც ვთხოვდი შესაბამისად, რომ ეს უნდა აღნიშნონ. ოპოზიციას მეტსაც ვეტყვი პირდაპირ, 20 ივნისი არ არის გახარიას კომპრომატი.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ ხუხაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

 

იტვირთბა....