aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ქართული ოცნება ეხმარება სააკაშვილს, რომ დაბრუნდეს..”- ალეკო ელისაშვილი

“ორივე მხარე ეს დღეები ათამაშებს კუნთებს. ზუსტად მჯერა, რომ ქართული ოცნება თავისი უგუნურებით ეხმარება სააკაშვილს, დაბრუნდეს. ქართული ოცნება კუნთების თამაშს უნდა მოშვებოდა, არ შეუწყვეტდა იმუნიტეტს და დამთავრდებოდა.  სააკაშვილი აჟიტირებულია დღეს, ნახეთ რა ბედნიერია, მეცხრე ცაზეა, მგონი მართლა დაინახა, რომ იმდენს შვრება ოცნება, მართლა დაბრუნდება და ქვეყანაში დაიწყება ჯოჯოხეთი.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

იტვირთბა....