საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 399-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი.