პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და შემდგომ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.
პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს საკუთარ გამარჯვებას უწოდებენ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.