ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფა ედებათ ბრალად

პოლიციამ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია  1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....