ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩიგოგიძე “ნაცმოძრაობიდან” აპირებდა კენჭისყრას… დრუზა თავი და “ოცნებიდან” იყარა კენჭი” – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, “გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ მას ექვსჯერ დაურეკა და შეპირდა, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა; თუმცა, ასე არ მოხდა.” ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ჩიგოგიძე “ნაიონალური მოძრაობიდან” აპირებდა კენჭისყრას, მას მე გავუწიე რეკომენდაცია პარტიაშიც, ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, საარჩევნო კამპანია უნდა დაეწყო და… დრუზა თავი და “ოცნებიდან” იყარა კენჭი”, _ თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უმინიტეტი შეუჩერა.

შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. კერძოდ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. 

იტვირთბა....