ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 499 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 390-ს შეადგენს.

 

იტვირთბა....