ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუკრეფავში ნუ გადავა. როგორც ჩანს, დღეს ძალიან ნერვიულობს”- ალეკო ელისაშვილი მელიას პასუხობს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით დამატებიტ კომენტარს აკეთებს.

ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას მოუწოდებს, მსგავსი სტილით ლაპარაკს მორჩეს და იცოდეს, ვის ელაპარაკება.

ამასთან, ელისაშვილის თქმით, ღეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს იმკიან.

“ვურჩევ, დაუკრეფავში ნუ გადავა და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი. კარგად მიცნობს და იცის, რასაც ვეუბნები. თუ ადამიანისკენ ადამიანურ ნაბიჯს ვდგამ მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აღმაშფოთებელია და სწორედ მისი პარტიის მმართველობის შედეგად არის მიღებული მართლმასჯულების ეს სისტემა, ზოგ- ზოგიერთი ყოფილი მთავარი პროკურორი რომ მოკალათებულა სადღაც და ჭკუას გვარიგებს მართლმსაჯულებაზე, მათი შექმნილი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს ვიმკით. ნიკა მელია დაუკრეფავში ნუ გადავა. როგორც ჩანს, დღეს ძალიან ნერვიულობს, ზედმეტები მოუვიდა, სიტყვა და ზღვარი გაექცა. დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაიხსენოს, ალეკო ელისაშვილი ვარ და ვიღაცებში ნუ ავერევი,”- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის დღევანდელი კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაყჭურეს, “მოქალაქეების” ლიდერმა განაცხადა რომ რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

ელისაშვილის ინიციატივამ ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია და “მოქალაქეების” ლიდერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?”

 

 

იტვირთბა....