ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, აგიღებ და გამოგიტან”- ნიკა მელია ელისაშვილს პასუხობს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პასუხობს.

ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია ელისაშვილის ინიციატივამ, რომ ის მზადაა, ნიკა მელიას გირაოს გადასახელად საკუთარი ხელფასი გადაურიცხოს,

„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?”- მიმართავს მელია ალეკო ელისაშვილს.

შეგახსენებთ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ელისაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

იტვირთბა....