“ახლა ავდგები და წავალ ნიკა მელიასთან და ყოჩაღ ბიძინა ივანიშვილი, რომ მოახერხა ეს, მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდოდი, მაგრამ დღეს მივალ. მივალ, იმიტომ, რომ დღეს ნიკა მელიასთან არის სიმართლე.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავმჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.