“ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს.”
თეა წულუკიანი – “ქართული ოცნების” ლიდერი.
სოციალური ქსელი.
“მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანზე თქვა, რომ ის ყველაზე დიდ ხანს იყო მინისტრად, იუსტიციის სამინისტროსგან კი მივიღეთ “სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ.”