ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, ხმა წინააღმდეგ კი ორმა დეპუტატმა მისცა.

პლენარულ სდხომამდე, მელიასთვის იმუნიტეტის მოხნის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე იმსჯელეს, სადაც მელიასთვის სადებუტატო მოხსნის საკითხს მხარი დაუწირეს.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურამ კი პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, როს შემდეგაც ის სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.

იტვირთბა....