“ვიღაცამ შეიძლება მითხრას – რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო და ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას.”
ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი.
ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პასუხობს. ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია ელისაშვილის ინიციატივამ, რომ ის მზადაა, ნიკა მელიას გირაოს გადასახელად საკუთარი ხელფასი გადაურიცხოს.
შეგახსენებთ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ელისაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.