მთავარი ციტატა

“ივანიშვილზე მეტადაც მეიმედებოდა ერთი გოგო”- ვისზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

“ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილზე მეტადაც მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასტბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში და იმ ადამიანს სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან თუ ვთარგმნით, სამართლიანობის სამინისტრო. და რა მივიღეთ, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა და სამარცხვინო სასამართლო. ადამიანმა ჩააფლავა მართლმსაჯულება, ჩააფლავა სასამართლო და მურუსიძე თავზე დაგვისვა, და ამ ადამიანს ცალკე სამინისტროს ვუხსნით.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი 

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ეჭს უყრიან. 

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, როცა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....