საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურების გადასახადს თებერვლის ჩათვლით დაუფინანსებს. შესაბამისად, მარტიდან ყველას ინდივიდუალურად, დანახარჯის შესაბამისად მოუწევს გადახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილი ფასით გამოწვეულ სხვაობას მთავრობა მთლიანად დაასუბსიდირებს.