“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” ენმ-ის თავმჯდომარეს დააკავეს, ეს ძვირად დაუჯდება.
როგორც ბურჯანაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი პარტია ამ უსამართლობის წინააღმდეგ ნიკა მელიასთან ერთად იბრძოლებს.
“თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ძალიან ძვირად დაუჯდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ძვირად დაუჯდებათ როგორც მორალურა,დ ასევე პოლიტიკურად.
ნიკა ჩემი უმცროსი მეგობარია, მაგრამ რაც გაცილებით უფრო მნიშვნეოვანია, ის უსამართლობას ებრძვის პრინციპულად, ვაჟკაცურად და რაც იქნება საჭირო, რომ ქვეყნის მოქალაქე ხელისუფლებამ უსამართლოდ არ დაჩაგროს, მე და ჩემი თანაპარტიელები რა თქმა უნდა ვიქნებით ნიკას გვერდით,”- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძე ეხმიანება ოპოზიციის ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ ოპოზიციური სპექტრი მიშა სააკაშვილის თამაშს თამაშობს.
“საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი იმისათვის, რომ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშს თამაშობს ან არ თამაშობს. ნიკა მელია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, მას ვერავინ გადაადგევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც მას არ სჯერა. რაც მთავარია, ახლა მას რისიც სჯერა, ეს არის სწორი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენმ-ის თავმჯდომნარეს ნიკა მელიას შეეხო. შეხვედრაზე განსახილველი იყო, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.