ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ”- ნიკა მელია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” თავი არ აქვს, რომ ის დაიჭიროს და ტყუილად “ბაქი-ბუქოდენ”.ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მელია აცხადებს, რომ მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“მივმართავ ივანიშვილის გუნდს, განსაკუთრებით მის დეპუტატებს და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე გირაო და ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი? მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში? მე.

ამიტომ ახლა როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას. მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი. კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ”, – თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

იტვირთბა....