ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ბენ ემბარეკის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა.
ამასთან, ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა ვერსია და ყველაზე სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევენ, რომლის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა. ჯანმოს ექსპერტები აღნიშნულ ჰიპოთეზას შემდგომშიც შეისწავლიან.
„ჩვენ ოთხი ჰიპოთეზა წამოვაყენეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ვირუსის ადამიანზე გადაცემა მომხდარიყო. პირველი ჰიპოთეზა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე უშუალო გადაცემას ეხება. მეორე ჰიპოთეზა ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა, რომელშიც ვირუსმა ადაპტირება მოახდინა და ადამიანზე გადაცემამდე ცირკულირებდა. მესამე ვერსია პროდუქტების ჯაჭვს, განსაკუთრებით გაყინულ პროდუქტებს ეხება, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ადამიანზე ვირუსის გადაცემის წყარო ყოფილიყო. და ბოლო ჰიპოთეზა ლაბორატორიაში ინციდენტის შესაძლებლობას უკავშირდება“, – აღნიშნა პიტერ ბენ ემბარეკმა.
ცნობისთვის, ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ეპიდემიის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გავრცელების შესახებ ჰიპოთეზა გამორიცხა.
ცნობისთვის, 14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.
იხ: ვიდეო: