პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბარის 2 000 ლარით დააჯარიმეს. ბარში შრომის ინსპექცია და საპატრულო პოლიცია მივიდა.
ადგილზე, სადაც ზურაბ ჯაფარიემ დღეს ბარი გახსნა, პოლიცია მივიდა და ჯარიმა გამოუწერა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან ოქმი არ ჩაიბარა. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ზურაბ ჯაფარიძემ დაწესებული შეზღუდვების პოტესტის ნიშნად, აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. ჯაფარიძის განცხადებით, ის აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.