ახალი ამბები მთავარი სამართალი

ინფორმაციას, რომ რუსთავის მეორე ციხეში ორი პატიმარი მოკლეს, პენიტენციური სამსახური უარყოფს

“მთავარი არხი” ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რუსთავის მეორე დაწესებულებაში ორი პატიმარია მოკლული, სხვა ვერსიით კი, სამი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს და ოჯახს ფაქტის შესახებ შეატყობინეს.

“მთავარს” ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის წევრმა დაუდასტურა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, რასაც სამი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

“მოდიო და ამოიცანითო და ახლა კომენდანტია და დილით უნდა წავიდე, მამა ვარ, ჩემი შვილია”, – ამბობს პატიმრის მამა.

მამაკაცი აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა და გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც “მთავარში” პატიმრის მამის სატელეფონო ზარს ეყრდნობოდა, უარყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამი პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციაა”

“როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....