გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სამედიცინო პირბადეების შესახებ წერს.
ფხაკაძე წერს, რომ კონკრეტული სააფთიაქო ქსელები არასამედიცინო პირბადეს, სამედიცინოდ ასაღებენ. ფხაკაძე ასეთ კონკრეტულ სააფთიაქო ქსელებს ასახელებს.
„ეს არის კრიმინალი! ბოიკოტი GPS და ფარმადეპოს! არა სამედიცინო პირბადეებს ყიდიან ამ სააფთიაქო ქსელებში.
სურათები კარგად ნახეთ. ეს არის ერის ღალატი, როცა პანდემიის დროს აფთიაქში ყიდი არასამედიცინო პირბადეს და ასაღებ როგორც „სამედიცინოს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.