ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ დამიჭერთ, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა”- ნიკა მელია

პარტია ნაციონაკური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მას ვერ დაიჭერენ, ვინაიდან, “საქმე ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გააერთიანა.”

“გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით, რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ, ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით. ვერ დამიჭერთ, რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა, არც კანონიერია და მით უმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ,’- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

 

იტვირთბა....