ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა

პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაწესებული შეზღუდვების პოტესტის მიზნით, აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა.

ბარში მიდიანოდიან სტუმრები, იყიდება სასმელი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

ჯაფარიძის განცხადებით, ის აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.

“ჩვეულებრივი ბარია, ყველაფერი ჩემს სახელზეა გაფორმებული და დახურვას არ ვაპირებ არც ერთ შემთხვევაში, ერთადერთი, თუ დამაკავებენ, მხოლოდ ასე შეძლებენ ფიზიკურად დახურონ ეს ბარი. ვაპირებ, რომ ვამუშაო როგორც შიდა, ისე გარე სივრცე, ადამიანები მოვიდნენ, გაერთონ და დაისვენონ, რასაც აკეთებენ ხოლმე ბარში, მათ შორის კომენდანტის საათის დროსაც კი”, — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე on.ge-თან.

ჯაფარიძის თქმით, ის აპროტესტებს და არ ემორჩილება ყველა იმ რეგულაციას და შეზღუდვას, რომელმაც გააღარიბა ადამიანები, დატოვა შემოსავლის გარეშე ან შეუმცირა შემოსავალი.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბარ-რესტორნების ამუშავება  ღია სივრცეში 15 თებერვლიდან იგეგმება.

იტვირთბა....