ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. ამ დროისთვის მასზე თავდასხმის მოტივი უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა.
დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.