საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნისლ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 757 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 257441-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3343-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 27187 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18381, PCR ტესტით – 8806.
დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 1,97%-ია, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო 7 დღის კი – 2,75%.