მთავარი ციტატა

“დემონსტრირებაა, რომ მე პარტიის თავმჯდომარე ვარ და შემიძლია, კანონზე მაღლა ვიდგეო”- ელისაშვილი ნიკა მელიაზე

“დემონსტრირებაა, რომ მე პარტიის თავმჯდომარე ვარ და შემიძლია, კანონზე მაღლა ვიდგეო. პირიქით, პოლიტიკოსები უნდა ვაძლევდეთ ხალხს მაგალითს.  მიმაჩნია, რომ ის არ დაურღვევია, რასაც ედავებიან. ხოლო, გირაოს არ გადახდა არის კანონის დარღვევა. მაგრამ, რასაც ედავებიან, ეს პოლიტიკურია. მე მიმაჩნია რომ ციხეში მჯდომი ნიკა მელია ვერ იბრძოლებს მართლმსაჯულებისთვის, როგორც ვიბრძოლებთ გარეთ.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა 

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. 

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

 

იტვირთბა....