პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გუშინდელ განცხადებას.
“სწორედ იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია”, – ამბობს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.