მთავარი ციტატა

“აღმოვაჩინე, რომ ამით ვერ გამტეხავენ… უკვე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი ნამდვილად…”- ნიკა მელია

“საერთოდ, პოლიციასთან და პროკურატურასთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია. როცა გეუბნებიან, რომ დაგიჭერ, შესაძლოა გავმტყდარიყავი, არ ვიცი, არ მქონია გამოცდილება. საკუთარი თავი აღმოვაჩინე, რომ ეს არ არის ის, რითიც შეიძლება მე გამტეხონ. ამათ ჰქონიათ,რომ გამტეხავენ, გამტეხავენ, გამტეხავენ და ამასობაში უშვებენ შეცდომებს.. უკვე რა არის იცით? სხვა ვალდებულება მაქვს, უკვე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი ნამდვილად… არ შემიძლია, ერთის მხრივ ვებრძოლო უსამართლობას და მეორეს მხრივ, თავად მე ვემორჩილებოდე უსამართლობას..”

ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე

ამის შესახებ ნიკა მელიამ “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. 

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....