მთავარი ციტატა

“ძალიან მართალი ვარ რა, ნეტავ ცხოვრების ყველა ეტაპზე ვყოფილიყავი ასეთი მართალი”- ნიკა მელია

“ძალიან მართალი ვარ რა. ნეტავ ცხოვრების ყველა ეტაპზე ასეთი მართალი ვყოფილიყავი როგორიც ვარ ახლა. აბსოლუტურად მართალი ხშირად არაა ადამიანი. ვიღაცასთან ცდებიან ურთიერთობაში, საქმის კეთების დროს, ან პოლიტიკურ პროცესში ისე ვერ გააკეთა რაღაც… დილემის წინაშე დამაყენეს, ან უნდა მებრძოლა და ან თავი უნდა დამეხარა, ნუ ვერ დავხარე თავი.”

ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე

ამის შესახებ ნიკა მელიამ “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. ნიკა მელიამ საკუთარი პოზიცია პირველივე დღიდან დააფიქსირა და გირაოს გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ის უსამართლობაში არ მიიღებს მონაწილეობას და უკანონო განჩინებას არ აღასრულებს. 

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....