ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

1708 წელს ჩაძირულ გემზე მილიარდი დოლარის განძი იპოვეს

კოლუმბიის სანაპიროსთან  300 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს, სადაც დიდი რაოდენობით ოქრო აღმოჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესპანური ხომალდი 1708 წელს ჩაიძირა. გემზე 600 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც  ბრიტანული გემისგან თავის დაღწევს ცდილობდნენ.

გემს, სახელად San Jose, სამხრეთ ამერიკის კოლონიებიდან  მოპოვებული  ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობა ესპანეთში გადაჰქონდა.

კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, მათ იპოვეს  ყველაზე დიდი საგანძური, რაც კი კაცობრიობას წყალქვეშ უპოვია. კოლუმბიაში კარტაგენაში (სადაც გემი იპოვეს) აშენდება მუზეუმი, სადაც  San Jose-ზე ნაპოვნი განძი გამოიფინება.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანძურის საფასური მილიარდ დოლარს აჭარბებს.

იტვირთბა....