“პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში შენს მეგობრებს, დევნის სასამართლოს სახელით, ამას თავს მე ვეღარ დავუხრი. პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პუტინის რუსეთშიც არსებობს პროკურატურა, პუტინის რუსეთშიც არსებობს პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი და დამოუკიდებელი.” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.