„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სინოდმა ტექსტი ერთსულოვნად მიიღო, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს.
„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ, ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე ერთი და 2 საკითხი მოითხოვდა. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება.