“წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვებია: როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით. ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე გახდა მომაბეზრებელი. რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება წელიწადნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს როდის მიდიხართ, ან როდის გადადგებით. ეს ყველაფერი უკვე იუმორის ნაწილი გახდა.
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ასე უპასუხა მან “მთავარი არის” ჟურნალისტის კითხვას.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია შესაძლოა თანამდებობიდან წავიდეს და მისი ადგილი ირაკლი კობახიძემ დაიკავოს.