ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

როდიდან შეიძლება აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით – ენტონ ფაუჩი სავარაუდო დროს ასახელებს

“კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს,” – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხაადა.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ, თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. Pfizer-ის კლინიკურ ცდაში, რომელიც 12-15 წლის ბავშვებზე ტარდება, 2 259 მონაწილეა ჩართული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, რის შემდეგაც ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ.

რაც შეეხება Moderna-ს, კომპანია კლინიკურ ცდებს 12-დან 18 წლამდე მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

კომპანიას ასევე განზრახული აქვს, რომ ვაქცინის მოქმედება კიდევ უფრო მცირე ასაკის – 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში გამოსცადოს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მონაცემების მიღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

იტვირთბა....