“განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება,” – აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დღეს გააკეთა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია სკოლებს უკვე მიეწოდა.
“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.