ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, პეკინზე მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეწყდება

დღეს, 6 დეკემბერს, გამსახურდის გამზირი (პეკინის გამზირი) 11-დან 18 საათამდე  გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი (ზ.ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებული მონაკვეთი ორივე მიმართულებით) 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის კეთილმოწყობის სამსახური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო 6 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

 

იტვირთბა....