„გინდა თუ არა ვაქცინა, ვინ მეტყვის უნდა თუ არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ის კომპეტენტური პიროვნებები უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ეწოდებათ ექიმები. ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა“.
ამის ესახებ მეუფე მიქაელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ცნობილია, რომ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყო.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა.