ტელეკომპანია TV25-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, შემთხვევა სოფელ ქაქუთში გუშინ მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები.
„დაახლოებით, 2 თვის წინ გააუპატიურეს მოზარდი, ბრალდებული ბიჭი უკვე დაკავებულია. მომხდარის შემდეგ, გოგონაზე ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფიზიკურად ძალადობდა”- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი TV25-თან.