ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის” წევრისა და ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის შორის მოხმდარ ინციდენტს ეხმიანება.
ნიკა გვარამია “რესპუბლიკელების” პოზიციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობას მიიღებენ და წერს, რომ ამასთან დაკავშირებით არხს საკუთარი პოზიცია აქვს.
თუმცა, გვარამია ხაზს უსვამს, რომ ის “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ დადებითადაა განწყობილი და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მათ პოზიციას იზიარებენ.
“გუშინ, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინციდენტი მოხდა მთავარ არხსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ბატონ David Berdzenishvili შორის. ბატონი დავითიც გულმხურვალეა საკუთარი პარტიის პოზიციების დაცვაში და მეც – საკუთარი არხის და ჟურნალისტების ინტერესების. ეს აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ინციდენტის წინაპირობა.
არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას, არც იმის გარჩევას, ქალბატონი Khatuna Samnidzeის გუშინ გამოთქმული პოზიცია რამდენად სწორად მიგვაჩნია (ამაზე გვაქვს ჩვენი აზრი, მისი დაფიქისრების ულფებასაც ვერავინ წაგვართმევს, რაც ვქენით კიდეც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის და შეფასების ფორმების ფარგლებში, კორექტულობის სრული დაცვით). მნიშვნელობას მივანიჭებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს არხს არაერთგზის დაუფიქსირებია საკუთარი უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიმართ და, რაც არ უნდა არ ვიზიარებდეთ მათ კონკრეტულ პოზიციას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს პარტია მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად.
მთავარი არხი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს, კვლავ რჩება საკუთარი კეთილგანწყობილი პოზიციის ერთგულად რესპუბლიკური პარტიის მიმართ და წარმატებებს უსურვებს მას,”- წერს ნიკა გვარამია.
მომხდარ ინციდენტს დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა თავად დავით ბერძენიშვილიც და ჟურნალისტს თეა ადეიშვილს ბოდიში მოუხადა.
ინფორმციისთვის, ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა, ხელისუფლებასთან ხომ არ ჰქონიათ ფარული კონსულტაცია.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში ერთჯერადად მიიღოს მონაწილეობა. სამნიძე ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ქცევა პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

