ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თეა, ბოდიშს გიხდი. ვწუხვარ ძალიან” – რატომ მოუხადა ბოდიში ბერძენიშვილმა ჟურნალისტს

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოცილურ ქსელში, ჟურნალისტ თეა ადეიშვილს მიმართავს და წერს:

„თეა, ბოდიშს გიხდი. ახლა კი მესმის შენი პროფესიული ინტერესი , მაგრამ გამაკვირვა შენი მხრიდან იმის დაშვებამაც კი, რომ ხელისუფლებასთან ხომ არ გვქონია ფარული კონსულტაცია. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და ცხელ გულზე დავწერე ის ტექსტი.

მალევე წავშალე. ვწუხვარ ძალიან. რესპუბლიკელებს გვგონია, რომ პარლამენტში შეუსვლელად(ამას ხაზს ვუსვამ), სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემის ერთჯერადი კენჭისყრის მცდელობა უფრო გვაახლოვებს მართლაც მრავალპარტიული პარლამენტით ხელისუფლების ცვლილებას, დაუმორჩილებლობის სტრატეგიით , მასშტაბური აქციებით გაზაფხულზე წელსვე პროპორციული არჩევნების მიღწევა კი გაცილებით პრობლემატური მგონია” – წერს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....