ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იყოს.

როგორც მეუფე ნიკოლოზი იმედოვნებს, რომ სინოდის გადაწყვეტილებით ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება სავალდებულო არ გახდება.

“რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ,”- აცხადებს მეუჰე ნიკოლოზი.

ხოლო, გაიკეთებს თუ არა თავად მეუფე ნიკოლიზი კოვიდის ვაქცინას, ამბობს, რომ ის ვაქცინაციისთვის მზადაა, ტუ ეს სხვა ადამიანებს “ნუგეშს მისცემს.”

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....