ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში სატვირთოს ხანძარი გაუჩნდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთოს ხანძარი გაუჩნდა.

ამავე უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო მოძრაობა შეზღუდულია.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანას გაუჩნდა ხანძარი, რის გამოც უსაფრთოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის ამ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....