ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მტკიცე პირობები გვაქვს დამატებითი დოზების მიღების” – რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

“ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ასევე მწარმოებლებთან და უკვე მტკიცე პირობები გვაქვს გარკვეული დამატებით დოზების მიღების…” – ამი სშესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანემა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში აღნიშნა, საქართველო  კოვაქსიდან ჯერ 29 ათას დოზას   შემდეგ კი 180 ათასი დოზას მიიღებს.

“ჩვენ მილიონ 400 ათასი დოზა გრანტირებული გვაქვს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის კონტრაქტი არსებობს და ეს პლატფორმა მოგვაწვდის. ახლა შემოდის 29 ათასი დოზა სწორედ კოვაქსიდან და, შემდეგ, 180 ათასი იქნება კიდევ კოვაქსიდან, მარტში, ოღონდ სხვა – ასტრაზენეკას ვაქცინა.

შემდეგ, თანდათანობით, მათ მილიონ 400 ათასი წელს უნდა მოგვაწოდონ და ამას რომ დაფარავენ, მერე უკვე დაიწყება მათგან შემდგომი დოზების შესყიდვა.

ასევე, პარალელურად, ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ასევე მწარმოებლებთან და უკვე მტკიცე პირობები გვაქვს გარკვეული დამატებით დოზების მიღების…” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....