“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოში კოვიდვაქცინაციის 50 000 შპრიცის შემოტანას საკითხთან დაკავშირებით საუბრობს.
“მეტრონომი” ნიკა გვარამიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
,,რვა მილიონი ლარის ერთჯერადი ხელთათმანების, ორმოცდაათი ათასი ერთჯერადი შპრიცის და ოცდახუთი ათასი ვაქცინის (ისიც კაცმა არ იცის) ხელისუფლება.
იხარე ერო! მოკვდი მტერო! კი არა და, პირიქით”, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო.