aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეეცდებიან მელია პოლიტპატიმრად გამოაცხადონ, სააკაშვილი ამით, კონკურენტს იშორებს პარტიის შიგნით” – მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნიკა მელია უჭკუო ნამდვილად არ არის, რადგან “ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს, თან თავგანწირული უნდა იყოს და თან უჭკუო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “დღის კურიერში” საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს.

“ნიკა მელია, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, მაგრამ მე ნიკა მელია სულელი და უჭკუო ნამდვილად არ მგონია. ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს, თან თავგანწირული უნდა იყოს და თან უჭკუო. ნიკა მელიამ თუ თავისი ბოლომდე გაიტანა გირაოს საკითხზე, რაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაზე.  ამ დროს კი, შეეცდებიან რომ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ. ასევე, სააკაშვილი ამით, კონკურენტს იშორებს პარტიის შიგნით, ნიკა მელიას სახით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....