ლანჩხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც “მეტრონომს” ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში განუცხადეს, გვიან ღამით მრავლობითი დაზიანებებით ქალი და 3 არასრულწლოვანი შეიყვანეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არცერთ მათგანს აღენიშნება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვს14 წლის მოზარდს, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს. რაც შეეხება ქალბატონს და დანარჩენ ორ არასწრულწლოვანს, მათი მდგომარეობა მსუბუქად ფასდება და კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.
შეგახსენებთ ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში გვიან ღამით მოხდა. მანქანა 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის დროს მანქანის მძღოლი,50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი