პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა პირდაპირ ეთერში პარტია “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა:
“55 წლის ვხდებოდი. დამირეკა, შენ და ლაშა თაბუკაშვილი ტელევიზორში მყავხართ ნანახი და თუ შეიძლება, რომ მოვიდე შენს დაბადების დღეზეო. მოდი-მეთქი. მართლაც მოვიდნენ, მწვადები შევწვით. დაემთხვა და ყველა მოვიდა. რა მოგიტანოო და ჯუმას ლექსიკონი-მეთქი. მართლა ჩამოაფრენინა ლენინგრადიდან. იმ პერიდოში რუსული მწერლები ჩამომყავდა საქართველოში, მე ჩემი რუსები მყავს…
მაშინ ათეისტი ვარო, ამბობდა. მიშას ურეკავდა. მე ისე მომეშალა ნერვები, ვუთხარი, კარგი, რა, მიშას დედაც მოვტ@-მეთქი. ეს ვთქვი მიშას გასაგებად. ბიძინამ მითხრა, შენზე ისიც ასე ლაპარაკობსო. მაშინ მიშა პრეზიდენტი იყო”, – განაცხადა ყუბანეიშვილმა.