“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ის კოკა-კოლასთან შეთანხმების გაფორმებაზე საუბრობს.
გვარამია ამავე პოსტში თემურ ჭყონიას მადლობას უხდის, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს, მთავარმა არხმა, გრანდიოზული და ჩვენთვის ისტორიული შეთანხმება გააფორმა კოკა-კოლასთან. ანუ, თავისუფლებასთან, ხარისხთან და წარმატებასთან.
ყველამ და ყველაფერმა, ორივე მხრიდან, თავისი წვლილი შეიტანა და თავისი როლი ითამაშა. მაგრამ იყო ერთი მთავარი და განსაკუთრებული კაცი, თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობით და მნიშვნელოვნებით – თემურ ჭყონია.
ამიტომაც, მთავარი და განსაკუთრებული მადლობა მას. და არა მარტო დღევანდელი შეთანხმებისთვის“